აქტუალური
„მომავალ თაობებს უნდა დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“

1-iunkerebi-aqtuaa1საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პატივს მიაგებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს, იუნკერებს, რომლებიც წინ აღუდგნენ საბჭოთა ოკუპანტებს და უთანასწორო ბრძოლაში სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს.

თავისუფლების იდეა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არასოდეს ჩამკვდარა ხალხში. ჩვენ წილად გვერგო დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება და ეს უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

დღეს ჩვენი თაობაა ვალდებული, გაუფრთხილდეს მოპოვებულ თავისუფლებას და ყველაფერი გააკეთოს იმ საქმის გასაგრძელებლად, რაზეც საქართველოს დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირები ოცნებობდნენჩვენ მომავალ თაობებს უნდა შევუნარჩუნოთ და დავუტოვოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს დეოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სახელწოდებით – „დამეხსენი, ჩრდილოელო“, „არა ოკუპაციას“ – დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას და ქვეყნის რეგიონებში აქციები მოეწყო.

კოჯორში იუნკერების მემორიალთან ოკუპაციის კვირეულისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქცია გაიმართა ენგურის ხიდთანაც. ენგურის ხიდზე ხალხი მშვიდობის მონუმენტამდე ფეხით წავიდა, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც დახვდნენ.

„დროა, დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია, დროა ერთობის, არა ოკუპაციას!“ – ამ ლოზუნგით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ერგნეთის საზღვართანაც გაიმართა.

ამ წუთებში თბილისის ძველი პარლამენტის ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატები და იუნკერთა შთამომავლები ესწრებიან.