რომის პაპის გადადგომის ნამდვილი მიზეზი
საქართველო, 22 თებერვალი,
საქინფორმი. ბენედიქტე XVI მიერ რომის კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის პოსტის დატოვების თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი ვატიკანის გარშემო ატეხილ სკანდალში მდგომარეობს.
ჟურნალისტების განცხადებით, ჯერ კიდევ 17 დეკემბერს რომის პაპმა მიიღო მოხსენება, სადაც ჰომოსექსუალიზმში მხილებული ვატიკანის უმაღლესი პირების შანტაჟზე იყო საუბარი. 300-გვერდიანი მოხსენება მთელ რიგ კარდინალებზე კომპრომატებს შეიცავს. ამასთან, ზოგიერთი მათგანი ვატიკანის ქონების დატაცებაშია დადანაშაულებული.