უცხოეთი
გივი ევროპას პუტინისგან „დაიცავს“

1-Targhamaa-ucxსაქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოდ პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი თარგამაძე, რომელსაც მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გუშინ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა, მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მის გადაადგილებას ვერანაირად ვერ შეზღუდავს, რის შესახებაც მან საქართველოს „პირველ რადიოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.

დეპუტატის თქმით, იგი აპირებს იმის პრეცედენტის შექმნას, რომ პუტინი ვეღარ გადაიტანს იმ თვითნებობას, რაც მან რუსეთსა და ევროპის ტერიტორიაზე დაამყარა.

თარგამაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მასზე მითიური ძებნა გამოაცხადა, რაც რეალობაში არ ხორციელდება.

თარგამაძის განცხადებით, იგი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინის „მავნებლური“ ქმედებები აღკვეთოს.