პოლიტიკა
ერევანში ქართველი, ოსი, აფხაზი და სომეხი ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა

1-iccn-politika3საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. როგორც კონფლიქტებისა და საერთაშორისო კვლევითი ცენტრი საქინფორმს ატყობინებს, პროექტის – „დიალოგი და გაცნობითი ხასიათის ვიზიტები ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის“ – ფარგლებში, 16-19 თებერვალს ერევანში, სასტუმრო „უნივერსიტეტსკაიაში“ ქართველი, ოსი, აფხაზი და სომეხი (მათ შორის, ერთი ყარაბახიდან) ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანს წარმოადგნდა 22-32 წლის ახალგაზრდებისთვის პოსტსაბჭოურ სივრცეში არსებული კონფლიქტების გაცნობა, ქართველი, ოსი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოება და მათ შორის დიალოგის წარმოება, ტრენინგების მართვა და უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ერევნის შეხვედრა, დიალოგის ფარგლებში, მე-18 იყო. ძირითადი შეხვედრები კოსოვში, მოლდოვასა და სომხეთში გაიმართა, შუალედებში კი – სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში.

დიალოგის მონაწილეები არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მათ შორის, იურისტები, უფლებადამცველები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, ფსიქოლოგები და ჟურნალისტები.

შეხვედრა Black Sea Trust-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.