საზოგადოება
„ნაცმოძრაობის“ ინიციატივა 23 თებერვალთან დაკავშირებით

1-inguS-sazogaa3საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით მიმართავს პარლამენტს, რომ 23 თებერვალი კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ გამოცხადდეს. განცხადების პროექტის ავტორები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სერგო რატიანი და ნუგზარ წიკლაური არიან.

პროექტის მიხედვით, საქართველო სრულად იზიარებს ინგუში და ჩეჩენი ერების 1944 წლის 23 თებერვლის ტრაგედიას და პატივს მიაგებს საბჭოთა ტოტალური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ხსოვნას.

განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ საბჭოთა რეპრესიები არის ის საერთო ტრაგედია, რაც საქართველომ კავკასიის სხვა რეგიონებთან ერთად გამოიარა და პარლამენტი ისურვებდა, ასეთი რამ კავკასიაში აღარ განმეორდეს.