საზოგადოება
პარლამენტში ტარიფების განცალკევების კანონპროექტს განიხილავენ

1-tarifebi-sazog2საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. დეპუტატ თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ ორ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელთაგან ერთი - დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიაზე მიბმას, ხოლო მეორე საბავშო ბაღებში საფასურის დაწესებას ეხება, დღეიდან სასესიო ფორმატში განიხილავენ.

ხიდაშელის მიერ მომზადებულ კანონპროექტთა პაკეტი დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, აიკრძალება განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღება იმ საქმიანობის ან მომსახურების გაწევისთვის, რომლებზეც მოსაკრებელი უკვე დადგენილია. ცვლილებები ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახდელების განცალკევების საფუძველი გახდება.

საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით კანონპროექტში ცვლილების შეტანით იკრძალება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება. ამ მიმართულებით ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონშიც აისახება.