ახვლედიანის განცხადებით, საკრებულო მთავარ პროკურორსა და ფინანსთა მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ მოწმის სტატუსით დაბარებულ პირს საპატიო მიზეზების არსებობის შემთხვევაში აქვს უფლება, უწყებაში გამოცხადდეს სხვა დროს, და სთხოვენ, გამოიჩინონ პატივისცემა თბილისელების მიერ არჩეული საკრებულოს მიმართ და ხელი არ შეუშალონ მის საქმიანობას.
„არავინ არ დაშინდება, არავის არაფრის არ ეშინია. ჩვენი არცერთი დეპუტატი დღეს არ მივა დაკითხვაზე, ისინი დაესწრებიან თბილისის საკრებულოს სხდომას, მიიღებენ სხდომაში მონაწილეობას და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენი ქალაქის ფუნქციონირებისათვის და თბილისელებისათვის არის ესოდენ მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ახვლედიანმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ყველა დეპუტატის სახელით დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისათვის: საკრებულოს სხდომა 16 საათზე უნდა გაიმართოს.