სამართალი
მკვლელობა, თუ უბედური შემთხვევა?

1-mkvleloba-samarTaa1საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის, სახლში ცეცხლსასროლი იარაღით ნასროლ ტყვიას 45 წლის დევი სირაძე ემსხვერპლა.

დევი სირაძე წლების განმავლობაში ვარძელაშვილის უწყებაში მუშაობდა და ამ დრომდე რჩებოდა სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს უფროსად. წინასწარი ინფორმაციით, სირაძე საბერძნეთიდან გუშინ დაბრუნდა და ვარძელაშვილის ბინაში მეგობრები სწორედ მის დაბრუნებას აღნიშნავდნენ.

მომხდარს კრიმინალური პოლიცია იძიებს.