საზოგადოება
მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პროექტის დირექტორს შეხვედრები ჰქონდა მოსახლეობასთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ როგორ აღიქმება ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები. შიითმა მინისტრთან საუბარში აღნიშნა, რომ „იგრძნობა პროგრესი ნდობის აღდგენის კუთხით“.
ცნობისათვის: „საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც კონფლიქტების პრევენციასა და მათ გადაწყვეტაზე მუშაობს. მასში შემავალი სხვადასხვა ქვეყნის კრიზისების ჯგუფები კი ყოველთვიურად 90 -მდე კონფლიქტურ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ანგარშს აქვეყნებენ.