პოლიტიკა
ნორლანდმა ივანიშვილს კლინტონის წერილი გადასცა

1-werili-politika1-mtavariსაქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 21 თებერვალს, ამერიკელ კონგრესმენებთან ოფიციალურ ვახშამზე ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ჰილარი კლინტონის 2013 წლის 30 იანვრით დათარიღებული წერილი გადასცა. კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის მიწურულს ივანიშვილს აცნობებს, რომ მისთვის საპატიო და სასიხარულო იყო, ყოფილიყო მოწმე ივანიშვილისა და მისი კოლეგების ხელმძღვანელობით საქართელოსთვის ისტორიული მნიშვნელობის ხელისუფლების გადაცემისა და კოაბიტაციის უპრეცედენტო პერიოდისა. ძალიან ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ მიაღწიეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირის განმტკიცებისა და საზიარო ინტერესების სრული სპექტრის გატარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირი კვლავინდებურად მტკიცე იქნება“, – ნათქვამია წერილში.

2012 წელს, როცა ჩვენი ქვეყნები აღნიშნავდნენ დიპლომატიური ურთიერთობების მეოცე წლისთავს, საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელების გზაზე. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სიამოვნებით დაუდგა მხარში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში, რაც გამოვლინდა კიდეც არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემაში და რის მიღწევაც წარმოუდგენელი იქნებოდა თქვენი, როგორც ლიდერის, ხელმძღვანელობის გარეშე. ვიმედოვნებ, რომ თქვენ წარმართავთ კონსტრუქციულ ურთიერთობებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ითანამშრომლებთ საერთო მიზნის განსახორციელებლად, უზრუნველყოფთ რა საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ წინსვლას.

ვემზადები რა თანამდებობის დატოვებისთვის, გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ გისურვებთ უდიდეს წარმატებასა და ბედნიერებას თქვენს ყველა მომავალ წამოწყებაში“, – საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით ასრულებს წერილს ჰილარი როდემ კლინტონი.

1-werili-politika1-1 1-werili-politika1-2