უცხოეთი
დეპუტატები სახელმწიფო დუმის დათხოვნას არ გამორიცხავენ

1-gosduma-ucxსაქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვლადიმერ პეხტინის საქციელი, რომელმაც გუშინ, 20 თებერვალს, დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა, „ელიტისთვის გათვალისწინებული სიგნალი“ უწოდეს.

სახელმწიფო დუმის ეთიკის კომისიის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პეხტინმა პარლამენტის ქვედა პალატის სხდომაზე განაცხადა, რომ დეპუტატის უფლებამოსილებებს იხსნის, რათა მისი სახელი ხალხის რჩეულის წოდების სადისკრედიტაციოდ არ გამოიყენონ. ეს გადაწყვეტილება მან აშშ-ში 2 მლნ დოლარად შეფასებულ არადეკლარირებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე მიიღო.

დეპუტატები შიშობენ, რომ ხელისუფლების მიერ დაყენებული ამოცანების ჭრილში ქვედა პალატა შესაძლოა, სხვა დეპუტატებმაც დატოვონ, ხოლო თუ საჭირო გახდება, სავარაუდოდ, დუმასაც დაითხოვენ.