უცხოეთი
საქართველო სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს

1-sochii-ucxსაქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობის საკითხი სოჭის ოლიმპიადაში 1 მარტს განიხილება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ოლიმპიადა შესაძლოა, ორი ქვეყნის თანამშრომლობის დასაწყისად იქცეს.

„ჩვენ მტკიცე ოფიციალური პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ოლიმპიადის ბოიკოტირებას არ მოახდენს. გვინდა, რომ ჩვენმა გუნდმა მასში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა, ამისათვის არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებიც გადასაწყვეტია, რადგან ოლიმპიადა ტარდება ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, ქართულ მხარეს აწუხებს საკითხი: რა სტატუსით წარდგებიან ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ოფიციალური თბილისის განცხადებით, მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ ამ რესპუბლიკათა ათლეტები შეჯიბრებაში საქართველოს დროშის ქვეშ მონაწილეობდნენ, თუმცა, როგორც პრაქტიკა უჩვენებს, საერთაშორისო შეჯიბრებებში ამ რეგიონების სპორტსმენები რუსეთის სახელით გამოდიან.