უცხოეთი
საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტუმრობისთვის სასჯელს შეამსუბუქებს

1-gruzia-ucxსაქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. საზღვრის დამრღვევებს ციხის ნაცვლად ფულადი ჯარიმა ელით. საუბარია რესპუბლიკის პარლამენტის მიერ 2008 წელს მიღებულ „ოკუპირებული ტერიტორიების შეახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სტუმრობისათვის პასუხისმგებლობას არბილებს. ცვლილებების შეტანა სისხლის სამართლისა დ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კოდექსებშიცაა დაგეგმილი.

პარლამენტარების შეთავაზებით, ურჩ მოგზაურებს ქვეყანაში „ოკუპირებული ტერიტორიების“ გავლით შესვლაზე ადმინისტრაციული ჯარიმა – 250 დოლარი დაეკისრებათ.

არსებული კანონმდებლობა კი გაცილებით დიდ სასჯელს – 1200 დოლარიდან 4-წლიან პატიმრობამდე – ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ყველა უცხოელი, რომლებიც ქვეყანაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან შემოდიან, საზღვრის დამრღვევად მიიჩნევიან.