აქტუალური
მთავრობის დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობების განვითარების სტრატეგია
1-decentraliz-aqtuaa3საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. მინისტრთა კაბინეტმა დღეს საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების განვითარების სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე იმსჯელა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი მსხვილმასშტაბიანი პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რეფორმის ფარგლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობების ფორმირება მოხდება, შეიქმნება სოფლის კრებები და ადგილობრივი მოსახლეობა მასში მონაწილეობას მიიღებს. პროექტის თანახმად, სამხარეო ბიუჯეტები ჩამოყალიბდება და ფინანსებს თავად ადგილობრივი თვითმმართველობები გააკონტროლებენ. მსხვილმასშტაბიანი რეფორმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ მართვის ვერტიკალურ სისტემას დაარღვევს და ადგილობრივი თვითმმართველობები არა ცენტრალური ხელისუფლების, არამედ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე იქნებიან პასუხისმგებელნი. პროექტი 2013-2014 წლებში განხორციელდება. ორშაბათიდან დაიწყება 2013-2014 სტრატეგიის ძირითადი პრინციპების სახალხო განხილვები. კანონით განისაზღვრება სამხარეო ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების ფორმირება  (ამისთვის შემუშავდება სპეციალური კანონმდებლობა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმება იგეგმება.