საზოგადოება
მინისტრის თქმით, დაზღვევის პირველი ეტაპი ივლისამდე გაგრძელდება და ორ მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება. ამასთან, დაეზღვევიან ისინიც, ვინც აქამდე არანაირი სადაზღვევო პაკეტით არ სარგებლობდა. მოქალაქეებს მომსახურებას გაუწევენ კერძო სადაზღვევო კომპანიები, რომლებთანაც, მინისტრის თქმით, მოლაპარაკებები უკვე დასრულდა.
დღევანდელი მდგომარეობით, დაზღვეული არიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, სტუდენტები, პედაგოგები, კერძო და კორპორატიული დაზღვევის მქონე მოქალაქეები, ბავშვები.