სამართალი
საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. შეიქმნა საიმონ ვაიზენტალის ქართული ფონდი, რომელიც 1988 წლის პირველი ნოემბრიდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებთან მიმართებაში საეჭვო განაჩენებს გადასინჯავს.ყარაულაშვილის განცხადებით, თუ საქართველოს მოქალაქის წინაშე დანაშაულის ჩამდენი „არ იქნება გასამართლებული კანონთან შესაბამისობაში და მათთვის მისჯილი სასჯელი არ იქნება საზოგადოებისთვის დამაკმაყოფილებელი, ჩვენი ფონდი იღებს ვალდებულებას, რომ ეს დამნაშავე პირი იქნება დასჯილი კანონთან შესაბამისობაში ყველა შესაძლო ხერხის, გზის გამოყენებით“.
ცნობისათვის: საიმონ ვაიზენტალმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა მოძრაობას, რომელიც ფაშისტური ხელისუფლების წარმომადგენლებზე ნადირობდა. გერმანული ფაშიზმის გასამართლების შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყო „ხოხბებზე ნადირობა“ – საკონცენტრაციო ბანაკების ჯალათებს ყველგან ეძებდნენ, პოულობდნენ და ასამართლებდნენ.