აქტუალური
აპატურაი კმაყოფილია. ალასანიაც

1-apatur-1საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 20 თებერვალს, ბრიუსელში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივები განიხილეს.

დღეს კი საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატოს თავდაცვის მინისტერიალში, რომელზეც ISAF-ის დასრულების შემდეგ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში საქართველოს როლზე იმსჯელებენ. ალასანია დაესწრება ISAF-ის მონაწილე ნატოს არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრასაც. „ნატოსგან და ჩვენი პარტნიორებისგან მოვისმენთ, რა გეგმები აქვთ. ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს მომზადებული, რა როლს შეასრულებს საქართველო პოსტ-ISAF-ის პერიოდში“, – აღნიშნა ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მეორე დღეა, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.