პოლიტიკა
აშშ საქართველოს დახმარებას შეუმცირებს

1-aSs-1საქართველო 21 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ პროგრამებსა და ჯანდაცვის სფეროებში დახმარებას 24 პროცენტით უმცირებს. ძირითადი ყურადღება უსაფრთხოების პროგრამებს დაეთმობა.

კონგრესისთვის დასამტკიცებლად გაგზავნილი ახალი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდ დახმარებას მიიღებს, თუმცა, ეს დახმარება 85 მლნ-დან 68 მლნ-მდე შემცირდება.

სამაგიეროდ, უცვლელი რჩება „მსოფლიო და უსაფრთხოებისთვის“ განკუთვნილი თანხა, რაც 21.7 მლნ დოლარს შეადგენს. ამ კატეგორიაში ნატოს სტანდარტების მიხედვით  საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადება მოიაზრება.