უცხოეთი
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ძმურ ურთიერთობაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობისთვის.
ამის შესახებ თიბილოვმა სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ოსეთის საინფორმაციო სააგენტო „РЕС“ ავრცელებს.თიბილოვის თქმით, 18 თებერვალს ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში იგეგმებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა სამეცნიერო და პედაგოგიურ საზოგადოებასთან საქართველოს ხელისუფლების ახალი კურსის პრეზენტაციის მიზნით.
„ვიღაც ცდილობს, განხეთქილება შეიტანოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის“, – ამბობს თიბილოვი და მოუწოდებს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, მეტი ყურადღებით მოეკიდონ ასეთი ტიპის ინფორმაციას და შესაბამისი რეაგირებაც დროულად მოახდინონ.