ქურდული „სხოდკების“ მონაწილეების წინააღმდეგ საქმე აღძრეს
საქართველო, 20 თებერვალი,
საქინფორმი. 18 თებერვალს „სხოდკაზე“ დაკავებული რამდენიმე „კანონიერი ქურდის“ მიმართ იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით საქმე აღიძრა.
90 დაკავებული პირიდან 48-საათიან პატიმრობაში 7 რჩება. ყველა მათგანი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ბრალდებები წაეყენება იმ დაკავებულებს, ვისი თითის ანაბეჭდებიც „სხოდკაზე“ ამოღებულ 4 საბრძოლო პისტოლეტზე აღმოჩნდება. პისტოლეტების მფლობელების ვინაობის დადგენა იმ გარემოებამაც გაართულა, რომ დაკავებისას „სხოდკის“ მონაწილეებმა იარაღი გადაყარეს.