საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი: „მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პატივისცემა“

1-riCard-sazogaaaa3საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და დადებითად აფასებს ამ პოლიტიკური ძალების კონსტრუქციულ სულისკვეთებას. ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულ საკითხზე მხარეების შეთანხმება მისასალმებელია, თუმცა, რამდენიმე თემაზე  სამუშაო ისევ რჩება.

„შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის პატივისცემა, გამოძიების წარმართვა მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით, რათა შერჩევითი სამართალი თავიდან იქნეს აცილებული“, – აღნიშნა ნორლანდმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა და „ერთიანმა ნაციონალურ მოძრაობამ“ საბოლოო შედეგს ვერ მიაღწიეს. თუმცა, დიალოგის გასაგრძელებლად მზადყოფნას ორივე მხარე გამოთქვამს.