სამართალი
ახალაია „სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება“

1-axalai-samarTaa2საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას, მეოთხე ბრიგადის ყოფილი უფროსის  – ზურაბ შამათავასა და გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის –  გიორგი კალანდაძის სასამართლო პროცესზე, რომელიც ხალხის სიმრავლისა და ოჯახის წევრების მოთხოვნის გამო, 70-იანის ნაცვლად 150-კაციან დარბაზში გაიმართა, ჟურნალისტებს რამდენიმე წუთით ფოტო და ვიდეოგადაღების საშუალება მისცეს.

პროცესზე იმყოფებიან ბაჩო ახალაიას მეუღლე და მისი მხარდამჭერები, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წევრები: ჩიორა თაქთაქიშვილი, მარიამ საჯაია, ნუგზარ წიკლაური, რომლებიც ბრალდებულის გამოჩენას ტაშით შეხვდნენ.

პროცესის დაწყებამდე, თეა თუთბერიძისა და ახალაიას სხვა მხარდამჭერთა ორგანიზებით, სასამართლო შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილენი ზუგდიდიდანაც ჩამოვიდნენ. მხარდამჭერთა განცხადებით, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტრანსპარანტებით მივიდნენ, ახალაია პოლიტიკური პატიმარია და ის „სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება“. ახალაიას მომხრეებმა აქციის შემდეგ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლეს.

ამჟამად სასამართლო შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.