საზოგადოება
რეაბილიტაციის ცენტრი ქართველი სამხედროებისთვის

1-centri-sazogaaa1საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში დაჭრილ სამხედროებისთვის რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრი შეიქმნა. „ქართველ დაშავებულ მებრძოლთა პროექტზე“ აშშ-ის მხარდაჭერით, თავდაცვის სამინისტრო და ODC-ის (თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ. მალე ISAF-ის მისიაში დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ფიზიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი უკვე საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ქართულ კლინიკაში ჩაუტარდებათ.

ცენტრს გუშინ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი ესტუმრნენ. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის ცენტრი მოემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს. მომავალში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საშუალებას მისცემს დაჭრილ სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს, სრული სარეაბილიტაციო კურსი ჩაიტარონ და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ“, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.