პოლიტიკა
საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერის განმარტებით, „ყველა პრობლემა, თვით ტერიტორიულიც კი, კავშირშია ადამიანების დასაქმებასთან, ამაში კი გადამწყვეტი როლი აქვს ბიზნესს და თქვენ. და თქვენ რომ გქონდეთ ამ როლის კარგად თამაშის საშუალება, სახელმწიფომ უნდა შექმნას ის ელემენტარული პირობები, რაც, ვალდებულია, შექმნას სახელმწიფოს ნებისმიერმა მთავრობამ. ჩვენ ამისთვის ვართ მოწოდებული“.
„ყველაფერი უნდა დაიწყოს ზემოდან – კანონის დაცვა, პირველ რიგში, პრეზიდენტმა უნდა მოახერხოს, შემდგომ – მთავრობის წევრებმა და შემდეგ ეს უნდა მოვთხოვოთ სხვებსაც“, – აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ კანონის დაცვა და კერძო საკუთრებაში ჩაურევლობა საქართველოში არ ყოფილა და ახალი მთავრობა ამას განახორციელებს.