უცხოეთი
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სამშაბათს იაპონიის ზღვაში აშშ-ის სადაზვერვო ავიაციასთან ერთობლივად სამხედრო წვრთნები დაიწყეს. პირველ დღეს მანევრებში სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები და წყალქვეშა ნავები, ასევე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო თვითმფრინავები მონაწილეობენ.