სომხეთი: ოქმების 99.6 % დამუშავებულია
საქართველო, 19 თებერვალი,
საქინფორმი. დღეს, 05:00 საათამდე, სომხეთის პრეზიდენტის არჩევნებზე საარჩევნო უბნებიდან ოქმების 99.6% დამუშავებულია. რესპუბლიკის ცესკოს საიტზე გავრცელებული ცნობით, ლიდერობა შეინარჩუნა ქვეყნის მოქმედმა ხელმძღვანელმა სერჟ სარგსიანმა. მას ხმათა 58.68 % ერგო. მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „მემკვიდრეობის“ ლიდერი
რაფი ოვანესიანი 36.72 %-ით.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმების 0.24-დან 2.14 5-მდე მოაგროვეს.