პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო: „საქართველოსთან სავიზო დიალოგი პროგრესირდება“

1-aRmosa-politika2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭო „აღმოსავლეთპარტნიორობის“ შესახებ 18 თებერვალს ბრიუსელში მიღებულ დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საბჭო მოუთმენლად ელოდებოდა 2013 წელს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არჩევნების გამართვას.

საბჭო, ასევე, აღნიშნავს, რომ „აღმოსავლეთპარტნიორობას“ საფუძვლად უდევს საერთაშორისო უფლებები და ფუნდამენტური ფასეულობები. იგი ხაზს უსვამს, აგრეთვე, რომ თანამშრომლობისა და პარტნიორობის ინტენსიურობას რეფორმის ტემპები განსაზღვრავს, რეფორმებში ჩართული ქვეყნები კი ევროკავშირთან ურთიერთობისგან მეტ სარგებელს მიიღებენ.

„საქართველოსთან სავიზო დიალოგი სწრაფად პროგრესირდება და, შესაბამისად, სამიტის ჩატარების დროისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება დაწყებული უნდა იყოს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „აღმოსავლეთპარტნიორობის“ სამიტი მიმდინარე წლის ნოემბერში ვილნიუსში გაიმართება.