უცხოეთი
სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

1-armenia-ucxსაქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთში დღეს, დილით, 18 თებერვალს, საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 1988 უბანი მოქმედებს. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიძლება. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ უცხოეთში მყოფი დიპმისიის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები.

პრეზიდენტი ირჩევა 5 წლის ვადით, არაუმეტეს ორჯერ ზედიზედ. ამომრჩევლებმა იგი 7 კანდიდატიდან უნდა აირჩიონ. კანდიდატები არიან: რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, ყოფილი პრემიერი გრანტ ბაგრატიანი, საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი რაფი ოვანესიანი, გაერთიანება „ნაციონალური თვითგამორკვევის“ ლიდერი პარუირ აირიკიანი, მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი არმან მელიქიანი, პოლიტოლოგი ანდრიას გუკასიანი და ეპოსის სპეციალისტი ვარდან სადრაქიანი.