უცხოეთი
რაზმი „ტყის ძმები“, რომელსაც დავით შენგელია მეთაურობდა, 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა, რომელმაც მანამდე საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. „პარტიზანები“ ირწმუნებოდნენ, რომ რეგიონში დარჩენილი ქართველი მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავდნენ და საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ.
„ტყის ძმები“ დივერსიებს აწყობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამასთან, შენგელია სოჭი-სოხუმის მატარებელზე ტერაქტით იმუქრებოდა. რაზმის წევრებს დამნაშავედ მიიჩნევენ აფხაზეთის ძალოვანის ტრუქტურების თანამშრომლებისა დ,ა ასევე, რუსი მშვიდობისმყოფელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაში. მოსკოვსა და სოხუმში ირწმუნებოდნენ, რომ რაზმის საქმიანობას კოორდინირებას ქართული ძალოვანი სტრუქტურები უწევდნენ.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რაზმი კანონგარეშე გამოცხადდა. „ტყის ძმები“ დაემორჩილნენ ამ გადაწყვეტილებას და იარაღი ჩააბარეს. შენგელიას მოგვიანებით იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის 24-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2010 წელს კი იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაათავისუფლეს.