საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1-banki-sazoo1საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო სივრცეში წარმოებულ ინტენსიურ სარეკლამო კამპანიას ეხმაურება, სადაც ეროვნული ბანკის მიერ არაკონტროლირებადი ორგანიზაციები მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ.

მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინი ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებენ. უმეტეს შემთხვევაში კი მათი მოქმედება „ფინანსური პირამიდის“ კლასიკური მოდელის ნიშნებსაც შეიძლება ატარებდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი ტიპის კომპანიები არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მხრიდან, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება საზედამხედველო ნორმები და სანქციები.

აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, რომ „მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარი სახსრების განთავსებას ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში. რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ“.