საზოგადოება
„ქართული დასი“ მიმართვას ავრცელებს

1-dasi-sazoo2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასი“ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების სამუშაო ჯგუფში.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას უგზავნის, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: „პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასი“ მხარს უჭერს საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივას, ასევე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და თანასწორი, კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე მოვითხოვეთ ასეთი ცვლილებები და წარმოვადგინეთ კიდეც შესაბამისი პროექტები.
გამოვთქვამთ მზადყოფნას, მონაწილეობა მივიღოთ „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის“ მუშაობაში, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების სამუშაო ჯგუფში“
.