სამართალი
„არ მოგვეცა საშუალება, დაგვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა“

1-reportiorebi-sammarTaa3საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ფოტორეპორტიორები – ნათია გედენიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე – ე.წ. ჯაშუშები, საქართველოს მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს რეპორტიორთა საქმის ხელახლა გამოძიების თხოვნით მიმართავენ.

„ჩვენ ის ფოტორეპორტიორები ვართ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ სრულიად უსამართლოდ გაგვწირა და დაგვადანაშაულა სსსკ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – ჯაშუშობაში. ჩვენი სურვილის მიუხედავად, არ მოგვეცა საშუალება, დაგვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა. დღეს დადგა დრო, სამართალმა იზეიმოს“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ფოტორეპორტიორები მათთვის წაყენებული ბრალდების მოხსნას ითხოვენ. თითქმის ათგვერდიან განცხადებაში ისინი დაწვრილებით ჰყვებიან მათი დაკავებისა და მათზე განხორციელებულიი ზეწოლის დეტალებზე.

ფოტორეპორტიორები პროკურატურაში განცხადების შეტანას 14.00 საათისთვის გეგმავენ.