სამართალი
უგულავა: „ამ კითხვებზე პასუხი სწორედ მათ მოეთხოვებათ“

1-ugulaaa-samarTali1საქართველო, 18 თბერვალი, საქინფორმი. ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში ქალაქის მერ გიგი უგულავას დაკითხვა შაბათს დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. როგორც დაკითხვის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას არ აქვს პასუხი კითხვებზე –  რატომ არ იმყოფებოდა არცერთი პოლიციელი სამების ტაძრის მიმდებარედ, ან რატომ არ მოხდა პოლიციელების მხრიდან კორიდორის მოწყობა სამების მოედნიდან ფურცელაძის ქუჩამდე, რატომ არ გაკეთდა კორიდორი უშუალოდ ინციდენტის ადგილას და ა.შ. მისი განცხადებით, ეეჭვება, ამ საქმეებთან დაკავშირებით პოლიციის რომელიმე მაღალჩინოსანი ან მინისტრი ღარიბაშვილი დაიკითხოს, არადა, „ამ კითხვებზე პასუხი სწორედ მათ მოეთხოვებათ“.

ქალაქის მერის განცხადებით, 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით მისი დაკითხვა აღარ მოხდება, რადგან, მისი შეფასებით,  გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. უგულავას განცხადებით,  ბიბლიოთეკასთან მისვლისას ხელებით ჟესტიკულაცია ინციდენტის დროს მისი თანხმლები პირების მიმართ იყო გამიზნული. მისი განცხადებით,  საჭიროების შემთხვევაში, ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: 8 თებერვალს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ქალაქის მერის დაკითხვაზე გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ პარასკევს, დღის ბოლოს, გამოიტანა, რასაც გიგი უგულავა დაემორჩილა და შაბათს, დანიშნულ დროს, პოლიციაში გამოცხადდა.