აქტუალური
საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

1-sagareo-saqtuaa3საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით საუბარია ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, რუსეთის ფედერაციის საშემოსავლო და საგადასახადო სივრცეში ინტეგრაციის შესახებ.

ასეთი გადაწყვეტილების განხორციელება სავალალო უკანგადადგმული ნაბიჯი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკის შეტანის ძალისხმევის ფონზე, რომელსაც უკანასკნელ ხანებში ორივე მხარე ახორციელებდა. ამგვარი გადაწყვეტილება ასევე განამტკიცებს საოკუპაციო რეჟიმს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე.

გუშინ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა ინფორმაცია რომ ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, საქართველო, რუსეთის ფედერაციის საშემოსავლო და საგადასახადო სისტემაში ინტეგრაცია განიხილეს რუსეთის ფედერალური ხაზინის უფროსის მოადგილემ, სტანისლავ პროკოფიევმა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი ტაკოევმა. ამავე ინფორმაციით, პროკოფიევმა და ჩრდილოეთ ოსეთის ხაზინის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, დაეხმარონ ცხინვალის რეგიონს სახაზინო დაწესებულების ჩამოყალიბებაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.