აქტუალური
ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ემზადება

1-cesko-aqtualuu2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. პოლიტიკურ სუბიექტებს დარეგისტრირებება დღეიდან, 18 თებერვლიდან, 1 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

არჩევნები 27 აპრილს გაიმართება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 2 მარტს, უკვე გაირკვევა, რომელ პარტიას ექნება შუალედურ არჩევნებში თავისი კანდიდატის წამოყენების შესაძლებლობა.

კენჭისყრა საქართველოს სამ ოლქში – სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ჩატარდება.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: პარლამენტში უმრავლესობის სამი დეპუტატის მანდატი თავისუფალია კახი კალაძისა და თეა წულუკიანის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლების, ხოლო არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ.