უცხოეთი
მედიაზე ჰაკერების იერიში უფლებადამცველებმა ცენზურას გაუთანაბრეს

1-ataka-ucxსაქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ჟურნალისტთა კომპიუტერებზე ჰაკერული იერიშები, რომელთა რაოდენობა ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში გაიზარდა, ცენზურის იაფფასიანი და მარტივი საშუალებაა. ამის შესახებ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რობერტ მაჰოუნიმ განაცხადა.

ორგანიზაციის სპეციალისტთა ვარაუდით, ამასწინანდელი კიბერიერიშები The New York times-ზე, Wall Street Journal-სა და Washington Post-ზე უფრო მასშტაბური, საყოველთაო ტენდენციის ნაწილია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ DDoS-იერიშების რაოდენობა ცალკეულ ჟურნალისტსა და მედიაზე ყოველწლიურად იმატებს“, - განაცხადა მაჰოუნიმ პრესკონფერენციაზე. „ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებას ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – ირწმუნებიან ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ექსპერტები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა პუტინმა „ეფ-ეს-ბეს“ დაავალა უმოკლეს ხანში რუსეთის საინფორმაციო რესურსებზე ჰაკერული იერიშების არმოჩენისა და მოგერიების ერთიანი სისტემის შექმნა.