უცხოეთი
კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა გაეროს სანქციებს ომის გამოცხადებად განიხილავს

1-sankcii-ucxსაქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილოეთი კორეა გაეროს ახალ სანქციებს ომის გამოცხადების ტოლფასად მიიჩნევს. ამის შესახებ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ცენტრალური გაზეთის პუბლიკაციაშია ნათქვამი.

გაზეთი ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის გამოცდის სრული უფლება ჰქონდა, რადგან საუბარი ეხებოდა თავდაცვის კანონიერ უფლებას.

ზოგიერთი ქვეყნის მოწოდებას ფხენიანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების თაობაზე გამოცემა „სერიოზულ პროვოკაციას“ უწოდებს.