უცხოეთი
საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. NASA პირდაპირ ეთერში დედამიწასთან ასტეროიდის სარეკორდო მოახლოების ჩვენებას გეგმავს. წინასწარი გათვლებით, ატეროიდი დედამიწას 27.6 ათასი კმ-ით მიუახლოვდება – ეს ამ ზომის კოსმოსური ობიექტისთვის რეკორდია. დედამიწიდან მინიმალურ მანძილზე ასტეროიდი 15 თებერვალს, 23:25 საათზე აღმოჩნდება.