აქტუალური
საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიგი უგულავას დასაკითხად იძულებით წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ შს სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, უგულავა მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-დან გუშინ შევიდა მოთხოვნა გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ.