სამართალი
ბესელიას განმარტებით, ციხის კადრებთან დაკავშირებით პასუხი ყველამ უნდა აგოს, იქნება ეს რიგითი თანამშრომელი, ზურაბ ადეიშვილი თუ ხათუნა კალმახელიძე, რადგან ყველა ფაქტს კონკრეტული დადასტურება და დამტკიცება სჭირდება.
„ის, რაც ციხეში ხდებოდა, ის უმძიმესი დანაშაულებები, ვინც უნდა იყოს ამის ჩამდენი, დაწყებული რიგითი თანამშრომლით, დამთავრებული ადეიშვილით, რომელსაც უკვე ბრალი აქვს წაყენებული, თუ კალმახელიძით, რომელიც, რატომღაც, არ ფიგურირებს არცერთ საქმეში, თითქოს ასეთი მინისტრი არც არსებობდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. შევახსენებ შესაბამის უწყებებს, რომ კალმახელიძისგანაც მიიღონ განმარტებები“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ კომიტეტში ამ სკანდალთან დაკავშირებით უამრავი განცხადებაა შესული, რომლებიც განსახილველად პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.