სამართალი
კუკავა: „ამ საქმემ უნდა პოვოს თავისი ლოგიკური დასასრული“

1-kuka-samarTaaali1საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული ინფორმაციების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა ლადო ბედუკაძის და, ზოგადად, ციხის კადრებთან დაკავშირებული პერიპეტიები. მას ბრალი ედება მძიმე დანაშაულში, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა წამებას და მათზე სექსუალურ ძალადობას. გასული სიუჟეტების მიხედვით, ბედუკაძის ამ ქმედებას მოწმეები გამოუჩნდნენ.

ამ ფაქტს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა გამოეხმაურა. კახა კუკავას შეფასებით, ეს არ არის ხელისუფლების მხრიდან პირველი კონტრბრალდება ციხის სკანდალზე და ამბობს, რომ „რუსთავი 2“-ს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს და ეს ტელევიზია საზოგადოების დაბალი დონით სარგებლობს. კახა კუკავას განმარტებით, ციხეში ადამიანთა წამების ფაქტები კვლავ არ არის გამოძიებული. ეს საქმე არის თაროზე შემოდებული, რეალურად, გამოძიება არ მიმდინარეობს და ვიდრე ეს საქმე არ იქნება გამოძიებული, ჩრდილი ეცემა როგორც წინა, ის დღევანდელი ხელისუფლების რეპუტაციას. თუ ჩვენ გვინდა საქართველოს დროშაზე ჯვარი იყოს დახატული და არა ცოცხი, აუცილებელია ამ საქმეზე სრულფასოვანი ძიება ჩატარდეს... ამ კადრების გადაღების დაწყებიდან კადრების გავრცელებამდე თავისუფალი მედიის სივრცეში“, – აცხადებს კუკავა.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ „თუ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ევროპულობაზე, დემოკრატიულობაზე, ამ საქმემ უნდა პოვოს თავისი ლოგიკური დასასრული“. კუკავა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს მოუწოდებს, არაუგვიანეს ორშაბათისა, გააკეთოს  განცხადება , რომელი სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული ციხეში მსჯავრდებულების წამების საქმეზე  და რა კონკრეტული საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით.