საზოგადოება
ლიკა ყაზბეგმა ციხეში ხელი მოაწერა

1-qorwili-sazogadoeba-2-mTaსაქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ლიკა ყაზბეგმა ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, ციხეში ხელი მოაწერა.

მისი რჩეული ამჟამად მსჯავრდებულია. როგორც ლიკა ყაზბეგმა წინა დღეს საქინფორმთან ინტერვიუში განაცხადა, „საკმაოდ არაორდინარული პროექტების ავტორი ვარ და ჩემი ქორწილიც ორიგინალურად ჩაივლის. შვილიშვილებისთვის საინტერესო ისტორია მექნება მოსაყოლი“.

მართლაც, ხელმოწერის ცერემონია გუშინ პირდაპირ ციხეში, სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში შედგა. წყვილის მეჯვარე სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა და ჟურნალისტი გიორგი ბერიძე იყვნენ.  პატარძალს „მარიონელას“ სადედოფლო კაბა ეცვა. ლიკა ყაზბეგის განცხადებით, ის თავის რჩეულს – გიორგი ჯელაძეს, პატიმრობამდეც იცნობდა და ამ ფაქტს მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. წყვილი ჯვარს გიორგის  ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწერს.

ლალი მოროშკინას შეფასებით, ეს არის „ციხის ადმინისტრაციისა და პატიმრების კოაბიტაცია“. მე-16 დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ქორწილი აღნიშნულ ციხეში პირველი შემთხვევაა.

1-qorwili-sazoga-2-1 1-qorwili-sazoga-2-2
1-qorwili-sazoga-2-3 1-qorwili-sazogad-2-4