საზოგადოება
როგორც პრესკონფერენციაზე შიხიაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა გრძელდება და ასე იქნება მანამ, ვიდრე ხალხი იმას არ მიიღებს, რის გამოც არჩევანი გააკეთა.
„ხალხს უნდა სამართლიანი, დაბალანსებული ხელისუფლება ქალაქში. აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი, ღირსეული ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“ და უახლოეს მომავალში დატოვებენ მათ რიგებს“, – აღნიშნა ირაკლი შიხიაშვილმა.
ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარის განმარტებით, ზურაბ გაჩეჩილაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ – ბოლოდროინდელი, განსაკუთრებით კი, 8 თებერვლის მოვლენების გამო დატოვა.