პოლიტიკა
ივანიშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

1-prez-politika-2-mtavariსაქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთში გუშინ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციას სტუმრობდა.

შეხვედრა გაიმართა თურქეთის პრეზიდენტ აბდულაჰ გულისთან. შეხვედრების ძირითადი თემა ორი მეზობელი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეეხებოდა. საუბარი წარიმართა მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თბილ, მეგობრულ გარემოში მიმდინარეობდა.

1-prez-politika-2-1 1-prezid-ppolitikaa-2-2