პუტინმა „ეფ-ეს-ბეს“ სოცქსელებში რადიკალების დაბლოკვა დაავალა
საქართველო, 14 თებერვალი,
საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „ეფ-ეს-ბეს“ დაავალა, დაბლოკონ რადიკალების მცდელობა, თავისი პროპაგანდისთვის ინტერნეტის რესურსები და სოცქსელები გამოიყენონ. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სხვადასხვა ჯურის ექსტრემისტული სტრუქტურის“ ნეიტრალიზაციისას „მაქსიმალურად მტკიცე მოქმედებაა“ საჭირო.
„ექსტრემისტული და ტერორისტული დაჯგუფებების პირდაპირი კავშირი თვალსაჩინოა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უმოკლეს ვადაში უნდა შეიქმნას რუსეთის საინფორმაციო რესურსებზე კომპიუტერული იერიშების აღმოჩენისა და მოგერიების ერთიანის სისტემა. შესაბამის ბრძანებულებას პრეზიდენტმა ხელი ჯერ კიდევ 2013 წლის 15 იანვარს მოაწერა.