უცხოეთი
გივი თარგამაძეზე ძებნა გამოცხადდა

1-rozisk-ucxსაქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის საგამოძიებო კომიტეტმა ქართველ პოლიტიკოსს გივი თარგამაძეს რუსეთში არეულობების მოწყობის მომზადების ბრალდება წაუყენა. როგორც უწყებაში აცხადებენ, თარგამაძეზე ძებნა გამოცხადდა, უახლოეს ხანებში კი საგამოძიებო კომიტეტი მისი დაკავების შუამდგომლობას დააყენებს.

რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გივი თარგამაძეს არ იცავს იმუნიტეტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამავე დროს, თარგამაძე საქართველოს პარლამენტის წევრია და სტატუსით ხელშეუხებელი.

გამოძიების ვერსიით, სამი რუსი ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინ ლებედევი გივი თარგამაძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ არეულობების დაფინანსების თაობაზე. ფარული კამერით გადაღებული მათი საუბარი პროგრამა „პროტესტის ანატომია-2“-ში უჩვენეს. თავად თარგამაძე კი ირწმუნება, რომ რუს ოპოზიციონერებს არ იცნობს.