საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. თებერვლის ბოლო-მარტის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში სტუმრობას აპირებს არა ტურისტის ან მეწარმის, არამედ – საქართველოს პრემიერის სტატუსით, ანუ ოფიციალური ვიზიტით. თუმცა, აქამდე გაურკვეველია, თუ ვის შეხვდება „ქართული ოცნების“ ლიდერი. ამის შესახებ პუბლიკაციას politrus.com ავრცელებს.
ბატონი ივანიშვილის ფორმალურ პარტნიორად მოლაპარაკებებში დიმიტრი მედვედევი უნდა იქცეს, რომელიც ამჟამად მთავრობის თავმჯდომარის ანალოგიურ თანამდებობაზეა, მაგრამ თბილისში ასეთი დონის შეხვედრა თითქმის დამცირებად აღიქმება. საქართველოს ახალი კონსტუტუცია თეორიულად ბიძინა ივანიშვილს, როგორც მინისტრთა კაბინეტის მეთაურს, სახელმწიფოს პირველი პირის უფლებამოსილებებს ანიჭებს, პრეზიდენტს კი მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციებს უტოვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსკოვში იგი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმდა მიიღოს.თუმცა, ეს თეორიაა, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი გათანაბრების გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს 2013 წლის ოქტომბრამდე თავისი უწინდელი სრული უფლებამოსილება გაგრძელებული მიხეილ სააკაშვილი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი პოსტს დატოვებს, საქართველოს ახალი კონსტიტუცია სრული ძალით ამოქმედდება. ჯერჯერობით კი სტატუსით სააკაშვილი და არა ივანიშვილი უტოლდება პუტინს. თუმცა, მათი შეხვედრა, პრინციპში, შეუძლებელია, ზუსტად ისე, როგორც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა, რომლებიც პრეზიდენტს პრემიერის გადაყენებისა და პარლამენტის დათხოვნის საშუალებას აღარ მისცემს.
არადა, ეს საჭიროა - წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი სწორედ ასე მოიქცევა უკვე ზაფხულის დასაწყისში, სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ასეთ ქმედებებზე დაწესებული, ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული მორატორიუმის ამოწურვის შემდეგ.
ჯერჯერობით კი ივანიშვილს კრემლისთვის მხოლოდ თავისი განზრახვების სერიოზულობის დემონსტრირება შეუძლია. დაუფასებს თუ არა ძალისხმევას ვლადიმერ პუტინი?