აქტუალური
საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისს ეწვია. შეხვედრა გაიმართა თურქეთის დიდი ეროვნულ მეჯლისის თავმჯდომარესთან.
შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა და ჯემილ ჩიჩექმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის ურთიერთობისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე.
პრესსამსახურის ინსფორმაციით, შეხვედრა 20 წუთის წინ დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დღეს დაიწყო.