სამართალი
„რა მნიშვნელობა აქვს, რომ მკლავდით? აი, სხვა დროს რომ შეიკრიბებით, მოვალ, დაგამტვრევთ ცხვირ-პირს ყველას და მერე წავალ და ჩავჯდები ციხეში. ბოლომდე გაგიჭეჭყავთ მაგ გველის თავს“, – განაცხადა დავითაშვილმა, რაზეც რატიანმა აღნიშნა, რომ მის ოპონენტს არ აქვს არცერთი არგუმენტი და მხოლოდ „გარდასულ დღეებზე ბღავის“. ამის შემდეგ უმრავლესობის წევრმა მას „ნაძირალა, არაკაცი და მკვლელი“ უწოდა. პასუხად რატიანმა სტუდიაში ჭიქა დაამტვრია. დავითაშვილის მოთხოვნა – გასულიყო სტუდიიდან, ერთმანეთის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
ინციდენტის შემდეგ დავითაშვილმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა, რატიანმა კი, რომელმაც სტუდია დატოვა, საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია.
დეპუტატებს შორის დაპირისპირებას უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების შეფასებები მოჰყვა.