სამართალი
კირკიტაძე დაკითხვაზე გამოცხადდა

1-kirkita-sammarTaa2საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაკითხვაზე საოლქო პროკურატურაში გამოცხადდა. დაკითხვამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, რა თემებთან დაკავშირებით აქვს კითხვები გამოძიებას გუბერნატორთან. თუმცა, როგორც დავით კირკიტაძე ვარაუდობს, უწყების თანახმად, „ეს არის სისხლის სამართლის საქმე, აღძრული სამუძაოს მაძიებლებთან დაკავშირებით“. საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას იგი პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა სურვილი, მოუგვაროს რეალური პრობლემები მოსახლეობას, ამიტომ ცდილობენ, ყოველდღიური დაკავებებით, დაბარებებით მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ ამ საკითხებზე. მათ არ აქვთ გეგმა, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან, როგორ შეუმსუბუქდეს ცხოვრება მოსახლეობას, მათ აქვთ გეგმა – ვინ დააკავონ, ვინ დაიჭირონ, ვინ სცემონ“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ პროკურატურაში შესვლამდე.